დიდი კატასტროფა - ტაილანდში მატარებელს ამწე დაეცა, დაღუპულია 19 ადამიანი
ტაილანდში მატარებელს ამწე დაეცა, რის შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა და 80 დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნახონ რაჩასიმას პროვინციაში მოხდა, როდესაც სამშენებლო ამწე მატარებლის სამ ვაგონს დაეცა, რის შემდეგაც მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა.
ტაილანდის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ამწე რკინიგზის პროექტზე მუშაობდა.
"ინტერპრესნიუსი"