"არ ვიცი ვინ არის ის, მაგრამ ეს მისთვის დიდი პრობლემა იქნება" - დონალდ ტრამპი გრენლანდიის პრემიერზე
არ ვეთანხმები მას. არ ვიცი ვინ არის ის, - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის პრემიერ-მინისტრ იენს-ფრედერიკ ნილსენის კომენტარს, რომლის თქმითაც, თუ გრენლანდიას შეერთებულ შტატებსა და დანიას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს, ის დანიას აირჩევს.
„არ ვეთანხმები მას. არ ვიცი ვინ არის ის, მის შესახებ არაფერი ვიცი. მაგრამ ეს მისთვის დიდი პრობლემა იქნება“, - აღნიშნა ტრამპმა.
"ინტერპრესნიუსი"