"ღირსების არარსებობის საკითხია, როცა სახელმწიფოს ლიდერი ამბობს, რომ სიამოვნებით დათმობდა სუვერენიტეტს, ოღონდ ევროკავშირის წევრი გახდეს" - დავით მათიკაშვილი მაია სანდუზე
ღირსების და თავმოყვარეობის არარსებობის საკითხია, როცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერი ამბობს, რომ სიამოვნებით დათმობდა სუვერენიტეტს, ოღონდ ევროკავშირის წევრი გახდეს - აქ თავიდან ბოლომდეა ნაჩვენები ის უკიდურესად მძიმე და სავალალო მდგომარეობა, რაშიც „დიფ სთეითმა“ ჩააგდო ადამიანი, რომელიც დღეს სტატუსით ამ ქვეყნის პრეზიდენტია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც შეაფასა მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადება, იმის შესახებ, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში, ის რუმინეთთან გაერთიანებას „ხმას მისცემდა“.
მისი შეფასებით, ეს არის ეროვნული იდენტობის დეფიციტის არსებობა.
„მეორე პრობლემა ღირსების და თავმოყვარეობის არარსებობის საკითხია, როცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერი ამბობს, რომ სიამოვნებით დათმობდა სუვერენიტეტს ოღონდ ევროკავშირის წევრი გახდეს - აქ თავიდან ბოლომდეა ნაჩვენები ის უკიდურესად მძიმე და სავალალო მდგომარეობა, რაშიც „დიფ სთეითმა“ ჩააგდო ადამიანი, რომელიც დღეს სტატუსით ამ ქვეყნის პრეზიდენტია. როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ არ მინდა რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერი ვიყო და ვიყო ვასალური გუბერნიის ხელმძღვანელი ოღონდ ის ნება განხორციელდეს, რაც „დიფ სთეითში“ სურთ და აწუხებთ. ეს არის ის გზა, რომელზეც ვერასდროს ვერავინ ვერ შეძლებს, რომ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება, ერი დააყენოს, რომელიც უკვე 3000 წელია საკუთარ იდენტობას და ეროვნულობას კბილებით იცავს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"