"ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი კიდევ ერთი უსინდისო გამოხატულებაა იმ დამოკიდებულების, რომელიც ბრიუსელს საქართველოს მიმართ გააჩნია" - კვირის პალიტრა

"ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი კიდევ ერთი უსინდისო გამოხატულებაა იმ დამოკიდებულების, რომელიც ბრიუსელს საქართველოს მიმართ გააჩნია"

ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი არ არის პაველ ჰერჩინსკის გადაწყვეტილება - ეს არის კიდევ ერთი უსინდისო გამოხატულება იმ დამოკიდებულებისა, რომელიც ბრიუსელს საქართველოს მიმართ გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას: „რა გზავნილია, როცა ევროკავშირის საელჩო დროშის დღეს გვილოცავს და მისალოც ვიდეორგოლში აქციის კადრებია გამოყენებული“.

მისივე შეფასებით, „ასეთი მილოცვა არის უტიფრობა“.

„ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი არ არის პაველ ჰერჩინსკის გადაწყვეტილება - ეს არის კიდევ ერთი უსინდისო გამოხატულება იმ დამოკიდებულებისა, რომელიც ბრიუსელს საქართველოს მიმართ გააჩნია. ბრიუსელი - ეს არის ადმინისტრაციული სტრუქტურა, რომელიც აბსოლუტურად არათუ საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებს, არამედ ყოველგვარი რესურსი აქვს დაკარგული, მოახდინოს თავად ევროკავშირში კოორდინაცია ქვეყნებს შორის ურთიერთობების, მშვიდობისაკენ სვლას შეუწყოს ხელი და ის ფუნქცია განახორციელოს, რისთვისაც კონკრეტულ თანამდებობებზე ნიშნავენ და ირჩევენ პირებს, რომლებიც მასობრივად და ინტენსიურად, განსაკუთრებით ბალტიისპირელები კონკრეტული მიზნით დაგვიპირისპირდნენ.

IPN

გააგრძელეთ კითხვა