"ზოგი ფიქრობს, რომ კარგია როცა „მოლოტოვის კოქტეილს“, ქვას, ჯოხს პოლიციელს ესვრი ან რევოლუციას ორგანიზებას უკეთებ და შეწყალება არ უნდა მიიღოს, მაგრამ ეს საქართველოს არ სჭირდება" - კვირის პალიტრა

"ზოგი ფიქრობს, რომ კარგია როცა „მოლოტოვის კოქტეილს“, ქვას, ჯოხს პოლიციელს ესვრი ან რევოლუციას ორგანიზებას უკეთებ და შეწყალება არ უნდა მიიღოს, მაგრამ ეს საქართველოს არ სჭირდება"

ზოგი ფიქრობს, რომ კარგია როცა „მოლოტოვის კოქტეილს“, ქვას, ჯოხს პოლიციელს ესვრი ან რევოლუციას ორგანიზებას უკეთებ და შეწყალება არ უნდა მიიღოს, მაგრამ ეს საქართველოს არ სჭირდება - საქართველომ თავისი მომავალი შეწყალებაზე, განცდებზე, ადამიანთა შორის ურთიერთობების პოზიტიურად განვითარებაზე უნდა გააკეთოს - წინააღმდეგ შემთხვევაში დაინგრევა ქვეყანა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ჟურნალისტებს აქციაზე დაკავებული მოქალაქეების შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ შექმნილ რეალობას „უნდა დაუპირისპიროს ხშირ შემთხვევაში სიმკაცრე და ამავე დროს, შეწყალების და მიტევების პოლიტიკა - ის, რაც ჩვენს მომავალს სჭირდება“.

„ცალკეული ოჯახების უბედურებაა, როცა ოჯახის წევრი, მითუმეტეს ახალგაზრდა, დაკავებულია და გარკვეულ დროს ციხეში ატარებს. თუმცა ამ ოჯახებისთვის და კონკრეტული ადამიანებისთვის სხვადასხვა მიზეზის გამო: ზოგს ტვინი აქვს გამორეცხილი, ზოგს ჰგონია, რომ მართლა დიდ იდეას ემსახურება და მართლა პროევროპულ პოლიტიკურ ძალას უჭერს „ნაცმოძრაობის” და სააკაშვილის სახით მხარს, სახელმწიფო შემწყალებელი, მიმტევებელიც უნდა იყო და ყველას დაანახო, რომ ესენი ეპიზოდურად განიხილავენ კონკრეტული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულს. მათთვის ჩადენილი დანაშაული ეპიზოდია და [ფიქრობს, რომ] სწორედაც მოიქცა. ზოგი ფიქრობს, რომ კარგია როცა „მოლოტოვის კოქტეილს“, ქვას, ჯოხს პოლიციელს ესვრი ან რევოლუციას ორგანიზებას უკეთებ და შეწყალება არ უნდა მიიღოს, მაგრამ ეს საქართველოს არ სჭირდება. საქართველომ თავისი მომავალი შეწყალებაზე, განცდებზე ადამიანთა შორის ურთიერთობების პოზიტიურად განვითარებაზე უნდა გააკეთოს - წინააღმდეგ შემთხვევაში დაინგრევა ქვეყანა.

გააგრძელეთ კითხვა

IPN