"ძალადობა ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი მხრიდან დაუშვებელია - ძალიან ვწუხვარ ირანელი ხალხის გამო" - კვირის პალიტრა

"ძალადობა ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი მხრიდან დაუშვებელია - ძალიან ვწუხვარ ირანელი ხალხის გამო"

ძალადობა, ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი, იქნება ეს მომიტინგეების მხრიდან თუ სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, დაუშვებელია - ძალიან ვწუხვარ ირანელი ხალხის გამო და იმედს გამოვთქვამ, რომ ირანელი ხალხის ნების შესაბამისად გადაწყდება მათი ქვეყნის მომავალი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ადგილი აქვს ძალადობას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას და ეს არ არის სასამართლო თუ სხვა ლეგიტიმური უფლებების შესაბამისად განმტკიცებული, დაუშვებელია.

როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, ძალადობა ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი მხრიდან დაუშვებელია და ამას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს და კანონის ჩარჩოში მოექცეს.

„ვერ ვისაუბრებ ირანელი ხალხის მაგივრად. ირანში, დარწმუნებული ვარ, არიან როგორც ხელისუფლების მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები. ზოგადად, ვსაუბრობ, რომ ირანელი ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად ვუსურვებ ვითარების დასტაბილურებას - როგორც მოხდება და როგორც მიაღწევენ დასტაბილურებას ისე, რომ შეწყდეს ეს ხოცვა, მომიტინგეების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება თუ სხვა ტიპის ძალადობრივი მეთოდების გამოყენება ორივე მხრიდან - მომიტინგეების მხრიდანაც თუ აქვს ამას ადგილი...

გააგრძელეთ კითხვა