"არ შეიძლება დავთანხმდეთ სუვერენული სომხეთის, სუვერენული საქართველოს, სუვერენული აზერბაიჯანის არსებობას. ერი სახელმწიფოები წარსულს ჩაბარდნენ, ეს ნაგავია..." - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება დავთანხმდეთ სუვერენული სომხეთის, სუვერენული საქართველოს, სუვერენული აზერბაიჯანის არსებობას. ერი სახელმწიფოები წარსულს ჩაბარდნენ, ეს ნაგავია..."

"2026 წელს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა ღიად გა­მო­უ­ცხა­და ომი მთლი­ა­ნად მსოფ­ლიო სის­ტე­მას და აჩ­ვე­ნა მზად­ყოფ­ნა, აა­შე­ნოს სა­კუ­თა­რი "დი­დე­ბუ­ლე­ბა“ სუს­ტე­ბის ძვლებ­ზე" , - გა­ნა­ცხა­და კრემ­ლის რუ­პორ­მა ალექ­სან­დრე დუ­გინ­მა პოდ­კას­ტში "ინ­ფორ­მა­ცია".

მისი თქმით, მსოფ­ლიო 3-პო­ლუ­სი­ა­ნი ხდე­ბა - აშშ, რუ­სე­თი, ჩი­ნე­თი და ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი მათი გავ­ლე­ნის ქვეშ უნდა გა­და­ნა­წილ­დეს. იმ­პე­რი­ა­ლის­ტი დუ­გი­ნის თქმით, რუ­სე­თი და ჩი­ნე­თი უნდა გახ­დნენ აღ­მო­სავ­ლეთ ნა­ხე­ვარსფე­როს ბა­ტონ-პატ­რო­ნე­ბი

"ამ ვი­თა­რე­ბა­ში უნდა გა­მო­ვა­ცხა­დოთ რუ­სე­თი იმ­პე­რი­ად, მი­ვაგ­დოთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი, რო­მელ­საც აღა­რა­ვინ აღი­ა­რებს... გა­მო­ვა­ცხა­დოთ ევ­რა­ზი­ის დოქ­ტრი­ნა, მონ­როს ევ­რა­ზი­უ­ლი დოქ­ტრი­ნა - ევ­რა­ზია ევ­რა­ზი­ე­ლე­ბის­თვის..." - თქვა მან. მისი გან­ცხა­დე­ბით, სამ­პო­ლუ­სი­ა­ნი მსოფ­ლიო, სა­დაც ევ­რო­პის ბედი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, გა­უ­გე­ბა­რია: "შემ­დე­გი ომი იქ­ნე­ბა აშშ-სა და NATO-ს შო­რის გრენ­ლან­დი­ის­თვის... ჩვე­ნი მი­ზა­ნია ამ სამ­პო­ლუ­სი­ან მსოფ­ლი­ო­ში გავ­ხდეთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ძა­ლის ცენ­ტრი - სუ­ვე­რე­ნუ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, უზარ­მა­ზა­რი".

გააგრძელეთ კითხვა