უკრაინის თავდაცვის მინისტრად მიხაილ ფედოროვი დანიშნა
უკრაინის უმაღლესმა რადამ ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილ ფედოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას მხარი დაუჭირა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რადაში შესაბამის გადაწყვეტილებას 277-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პარლამენტის ტრიბუნიდან ფედოროვმა განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების მთავარი გარანტი მისი თავდაცვის ძალებია.
მისი თქმით, ამჟამად არსებობს მთელი რიგი პრობლემები, რომელიც ხელს უშლის უკრაინელ ჯარისკაცებს ეფექტურად იმოქმედონ, მათ შორის არის საბჭოთა ეპოქის მიდგომა, ზედმეტი ბიუროკრატია და ფრონტის მომარაგების შეფერხებები.
ფედოროვმა ასევე განაცხადა, რომ გეგმავს ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრების სისტემის ყოვლისმომცველ აუდიტს.
„შემდეგ ჩვენ შემოგთავაზებთ სისტემურ გადაწყვეტას წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნებით“, - აღნიშნა ფედოროვმა.
მისი თქმით, შეუძლებელია ახალი ტექნოლოგიებით ბრძოლა ძველ ორგანიზაციულ სტრუქტურასთან ერთად.
IPN