მკვლელობა მოხდა თბილისში - რა დეტალებია ამ დროისთვის ცნობილი
მკვლელობა მოხდა თბილისში. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლულია ქალი.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, მკვლელობაში ბრალდებულს, რომელიც მოკლულის მეზობელია, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მან გაქცევა მოახერხა. ამ დროისთვის პოლიცია სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.როგორც შსს-ში გვითხრეს მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.