დაკავებული მომიტინგეების, მათ შორის, 26 წლის ერფან სოლთანის სიკვდილით დასჯა გადადეს - რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი - კვირის პალიტრა

დაკავებული მომიტინგეების, მათ შორის, 26 წლის ერფან სოლთანის სიკვდილით დასჯა გადადეს - რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

გუ­შინ ირან­ში სიკ­ვდი­ლით არ და­უს­ჯი­ათ და­კა­ვე­ბუ­ლი მო­მი­ტინ­გე 26 წლის ერფან სოლ­თა­ნი. ამის შე­სა­ხებ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან.

რო­გორც მე­დია წერს, ირან­მა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პი გან­ცხა­დე­ბე­ბის ფონ­ზე მო­მი­ტინ­გე­ე­ბის, მათ შო­რის ერ­ფან სოლ­თა­ნის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა გა­და­დო.

რო­გორც "ნიუ იორკ თა­იმ­სი" წერს, სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­და­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­გორც ჩანს, ძა­ლა­დობ­რი­ვი შე­ტა­კე­ბე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის შემ­დეგ მი­ი­ღეს. რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ პრო­ტესტს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სულ უფრო სის­ხლი­ა­ნი ძა­ლა­დო­ბით პა­სუ­ხობს. და­ზუს­ტე­ბით ცნო­ბი­ლი არ არის თუ, რა დრო­ით გა­და­დეს და­კა­ვე­ბუ­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა. ზო­გი­ერ­თი წყა­როს ცნო­ბით, ამ­ჯე­რად აპი­რე­ბენ, რომ კვი­რას და­სა­ჯონ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი, თუმ­ცა ამის ზუს­ტად თქმა ამ დრო­ის­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლია. გააგრძელეთ