სიყ­ვა­რუ­ლი სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში და 11-წლი­ა­ნი "სა­ი­მე­დო ზურ­გი", სკანდალური ფოტოსესია და გზა თავდაცვის მინისტრობამდე - ვინ არის მიხაილ ფედოროვი, რომელმაც ზელენსკი სოცქსელების ფენომენად აქცია - კვირის პალიტრა

სიყ­ვა­რუ­ლი სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში და 11-წლი­ა­ნი "სა­ი­მე­დო ზურ­გი", სკანდალური ფოტოსესია და გზა თავდაცვის მინისტრობამდე - ვინ არის მიხაილ ფედოროვი, რომელმაც ზელენსკი სოცქსელების ფენომენად აქცია

უკ­რა­ი­ნის პო­ლი­ტი­კურ ცაზე ახა­ლი ვარ­სკვლა­ვი კი არ აინ­თო, არა­მედ უკვე არ­სე­ბულ­მა ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ფი­გუ­რამ რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა ამ­პლუა - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა უკ­რა­ი­ნუ­კი მე­დია 34 წლის მი­ხა­ილ ფე­დო­რო­ვის და­წი­ნა­უ­რე­ბას. ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნა „სმარ­ტფონ­ში მო­აქ­ცია“, ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა. მან ამ პოსტზე დე­ნის შმი­გა­ლი შეც­ვა­ლა და გახ­და ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი უკ­რა­ი­ნის ის­ტო­რი­ა­ში.

ვინ არის რე­ა­ლუ­რად მი­ხა­ილ ფე­დო­რო­ვი? - რო­გორ იქცა სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ბიჭი ომში მყო­ფი ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო სტრა­ტე­გი­ის მთა­ვარ იმე­დად და რო­გო­რია მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც ხში­რად ხდე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­ხილ­ვის სა­გა­ნი?

ბავ­შვო­ბა ვა­ზი­ლი­ევ­კა­ში: ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ფუ­ლი­დან რე­ა­ლურ წარ­მა­ტე­ბამ­დე

მი­ხა­ილ ფე­დო­რო­ვი 1991 წლის 21 იან­ვარს, ზა­პო­რო­ჟი­ეს ოლ­ქის პა­ტა­რა ქა­ლაქ ვა­ზი­ლი­ევ­კა­ში და­ი­ბა­და. მისი ბავ­შვო­ბა არაფ­რით ჰგავ­და მო­მა­ვა­ლი მი­ნის­ტრის ცხოვ­რე­ბას. რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში მისი მთა­ვა­რი გა­ტა­ცე­ბა ჭად­რა­კი და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი იყო. თუმ­ცა, მი­ხა­ი­ლი მხო­ლოდ თე­ო­რი­ით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და.

ჯერ კი­დევ მო­ზარ­დო­ბი­სას ის ცდი­ლობ­და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის „მო­ნე­ტი­ზა­ცი­ას“ - კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მა­შებ­ში ვირ­ტუ­ა­ლურ ნივ­თებ­სა და ვა­ლუ­ტას აგ­რო­ვებ­და, რომ­ლებ­საც შემ­დეგ რე­ა­ლურ ფულ­ზე ყიდ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, ზა­ფხუ­ლო­ბით ად­გი­ლობ­რივ ფერ­მე­რებ­თან მო­სავ­ლის აღე­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, რათა სა­კუ­თა­რი ფული ჰქო­ნო­და. სკო­ლა­ში კი მას­წავ­ლებ­ლებს სას­წავ­ლო მა­სა­ლე­ბის გა­ციფ­რუ­ლე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბო­და. ეს იყო მისი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იმ გზა­ზე, რა­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით „სა­ხელ­მწი­ფო სმარ­ტფონ­ში“ ეწო­და.

სიყ­ვა­რუ­ლი სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში და 11-წლი­ა­ნი "სა­ი­მე­დო ზურ­გი"

ფე­დო­რო­ვის ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პი ზა­პო­რო­ჟი­ეს ნა­ცი­ო­ნა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტს უკავ­შირ­დე­ბა. სწო­რედ იქ, სო­ცი­ო­ლო­გი­ი­სა და მარ­თვის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლი­სას, გა­იც­ნო თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე - ანას­ტა­სია.

მათი გაც­ნო­ბის ის­ტო­რია კლა­სი­კუ­რია: სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, სა­ერ­თო სამ­ზა­რე­უ­ლო და მე­გობ­რო­ბა, რო­მე­ლიც დიდ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. ანას­ტა­სია, რო­მე­ლიც ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, თა­ვი­დან მი­ხა­ი­ლის რე­პე­ტი­ტო­რიც კი იყო ინ­გლი­სურ ენა­ში. რო­გორც თა­ვად ანას­ტა­სია იხ­სე­ნებს, რამ­დე­ნი­მე თვე ისი­ნი უბ­რა­ლოდ მე­გობ­რობ­დნენ, თუმ­ცა მალე მიხ­ვდნენ, რომ ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე ყოფ­ნა არ შე­ეძ­ლოთ.

გააგრძელეთ კითხვა