"ჩემი მოკლული ცოლის სხეული საათ-ნახევარი ვატარე" - მოკლული ექთანი, სტუდენტისთვის გულში ნასროლი ტყვია და საყოველთაო სასაფლაოზე იძულებით დაკრძალვა: BBC - კვირის პალიტრა

"ჩემი მოკლული ცოლის სხეული საათ-ნახევარი ვატარე" - მოკლული ექთანი, სტუდენტისთვის გულში ნასროლი ტყვია და საყოველთაო სასაფლაოზე იძულებით დაკრძალვა: BBC

8 იან­ვარს, თე­ი­რან­ში გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ი­დან სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბი­სას, რეზა მე­უღ­ლეს, მა­რი­ამს გა­და­ე­ფა­რა იმი­სათ­ვის, რომ და­ეც­ვა. (სა­ხე­ლე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით შეც­ვლი­ლია).

"ჩემი ცო­ლის ცხე­და­რი საათ-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვა­ტა­რე, უცებ ხელ­ში სიმ­სუ­ბუ­ქე ვიგ­რძე­ნი - მხო­ლოდ მისი ქურ­თუ­კი მე­ჭი­რა,“ – ასე აღ­წე­რა რე­ზამ მისი მე­უღ­ლის სა­სიკ­ვდი­ლო დაჭ­რის დე­ტა­ლე­ბი ოჯა­ხის წევ­რებ­თან. სწო­რედ მათ მის­ცეს ინ­ტერ­ვიუ BBC Persian-ს.

დაღ­ლი­ლი რეზა ჩიხ­ში ჩა­მოჯ­და. მალე მე­ზო­ბე­ლი სახ­ლის კარი გა­ი­ღო. მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა ისი­ნი ავ­ტო­ფა­რეხ­ში შე­იყ­ვა­ნეს და მა­რი­ა­მის ცხე­და­რი თეთრ ზე­წარ­ში შე­ახ­ვი­ეს.

მა­რი­ამ­მა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე წას­ვლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, 7 და 14 წლის შვი­ლებს უამ­ბო, თუ რა ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში.

"ზოგ­ჯერ მშობ­ლე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზე და­დი­ან და აღარ ბრუნ­დე­ბი­ან. ჩემი სის­ხლი, ისე­ვე რო­გორც თქვე­ნი, არა­ვის­ზე ძვირ­ფა­სი არ არის“, - თქვა მან.

და­ღუ­პუ­ლი ქალი ათა­სო­ბით მო­მი­ტინ­გე­დან ერთ-ერ­თია, რომ­ლე­ბიც სახ­ლში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ, თუმ­ცა ვერ შეძ­ლეს, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ირა­ნელ დე­მონ­სტრან­ტებს სას­ტი­კი რეპ­რე­სი­ე­ბით უპა­სუ­ხა.აშშ-ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ირა­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო HRANA იუ­წყე­ბა, რომ ბოლო სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნი­მუმ 2400 მო­მი­ტინ­გე, მათ შო­რის 12 ბავ­შვი, და­ღუპ­ვა.

და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის დად­გე­ნა რთუ­ლია, რად­გან ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თით­ქმის მთელ ქვე­ყა­ნა­ში დაბ­ლო­კა ინ­ტერ­ნე­ტი და სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა კი არ ვრცელ­დე­ბა.

ერ­თა­დერ­თი რაც ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ავ­რცე­ლა არის ის, რომ და­ღუ­პუ­ლია 100-ზე მეტი უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი. მათი თქმით ისი­ნი მოკ­ლეს მო­მი­ტინ­გე­ებ­მა, რომ­ლებ­საც „მე­ამ­ბო­ხე­ებ­სა და ტე­რო­რის­ტე­ბად“ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ.

დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი დე­და­ქა­ლაქ თე­ი­რან­ში 29 დე­კემ­ბერს, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ირა­ნის ვა­ლუ­ტის კურ­სი დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მკვეთ­რად და­ე­ცა. პრო­ტეს­ტი ათო­ბით სხვა ქა­ლაქ­ში გავ­რცელ­და და ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო დე­მონ­სტრა­ცი­ებ­ში გა­და­ი­ზარ­და.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლებ­მა BBC-თან გა­ნა­ცხა­დეს, სურთ, და­ნარ­ჩენ­მა მსოფ­ლი­ომ იცო­დეს რა ხდე­ბა მათ თავს.

„ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სის­ხლის სუნი დგას - მათ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლეს“, - გა­ნუ­ცხა­და ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა BBC Persian-ს. მე­ო­რემ გა­იხ­სე­ნა, თუ რო­გორ ეს­როდ­ნენ უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი მო­მი­ტინ­გე­ებს „ძი­რი­თა­დად თა­ვებ­სა და სა­ხე­ებ­ში“.

გააგრძელეთ კითხვა