"ერთადერთი შვილი დაკარგა ოჯახმა... ცრემლებში ვიხრჩობი წუხანდელის მერე…" - ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი პირი კი დაშავდა.
დაღუპულია შალე ბებია.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ზუმის ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი ერთი პირი, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი დაშავებული კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ჩემი უბანი გლოვობს. არ შემეძლო ამ უწესიერესი, თავმდაბალო, პატიოსანი ბიჭისთვის გვერდი არ დამეთმო... მტკივა, ცრემლებში ვიხრჩობი წუხანდელის მერე… ნათელი სასუფეველი შენს სულს შალე...
ძალიან მძიმე ტრაგედია დაატყდა თავს წუხელ მუხურს. ერთადერთი შვილი დაკარგა ოჯახმა... სიტყვები უძლურია... ძალიან ვწუხვარ, ძალიან... გააგრძელეთ