„სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს - კვირის პალიტრა

„სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს

შპს „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების განმარტებით, ამ ეტაპზე ექსტრადიციასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მურუსიძე იტალიაში დააკავეს.

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურამ გასული წლის ნოემბერში დაიწყო და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

შეგახსენებთ, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა