„ბრეივიკმა მოკლა 77 ადამიანი, ინტერნეტიც აქვს და ტელეფონიც. რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?" - პაატა ბურჭულაძე პროკურორს
რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა? - ამის კითხვით ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა პაატა ბურჭულაძემ საქმის პროკურორს, ვაჟა თოდუას მიმართა.
აღნიშნულის საპასუხოდ პროკურორმა განაცხადა, რომ „დადგენილებაში მითითებულია, თუ რატომაა ეს გადაწყვეტილება მიღებული“.
„ბრეივიკმა მოკლა 77 ადამიანი, გვანახეთ მისი ოთახი, მას ინტერნეტიც აქვს და ტელეფონიც. რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა? ამ ხუთ ადამიანზეა საუბარი",- განაცხადა ბურჭულაძემ.
"ინტერპრესნიუსი"