"სულ ემუქრებოდა ამ გოგოს... გულში დაარტყა დანა" - რას ჰყვებიან მოკლულ მარი თხელიძესა და მკვლელობაში ბრალდებულზე - კვირის პალიტრა

"სულ ემუქრებოდა ამ გოგოს... გულში დაარტყა დანა" - რას ჰყვებიან მოკლულ მარი თხელიძესა და მკვლელობაში ბრალდებულზე

მკვლე­ლო­ბა მოხ­და გუ­შინ თბი­ლის­ში, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 38 წლის მარი თხე­ლი­ძე მე­ზო­ბელ­მა მოკ­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლი 35 წლის მა­მა­კა­ცია, რო­მელ­საც ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

მოკ­ლუ­ლი ქალი და სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვე ე.წ. იტა­ლი­უ­რი ეზოს ერთ ეზო­ში ცხოვ­რობ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა თხე­ლი­ძეს ჭრი­ლო­ბა ბას­რი საგ­ნით მი­ა­ყე­ნა.

"თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.დ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 14 იან­ვარს, თბი­ლის­ში, ბას­რი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­სიკ­ვდი­ლო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა - 1987 წელს და­ბა­დე­ბულ მ.თ.-ს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ა.დ. მომ­ხდა­რი­დან მა­ლე­ვე, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გუ­ლის­ხმობს" - ნათ­ქვა­მია შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ მი­მალ­ვა სცა­და, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ ის მა­ლე­ვე, თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლის მიმ­დე­ბა­რედ და­ა­კა­ვა. მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ 35 წლის კაცი მა­ნამ­დეც იხ­დი­და სას­ჯელს დაჭ­რის ბრალ­დე­ბით. ასე­ვე სა­უბ­რო­ბენ მის ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ზე და ჰყვე­ბი­ან, რომ ბო­ლოს ამი­რან დარ­ჯა­ნი­ამ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა სამი დღის წინ და­ტო­ვა. გააგრძელეთ კითხვა