რატომ არ მიიღებს მონაწილეობას ირაკლი კობახიძე დავოსის ფორუმში?!
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრება. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, ირაკლი კობახიძეს შესაბამისი მიწვევა არ მიუღია.
დავოსის 2026 წლის ეკონომიკური ფორუმი 19-23 იანვარს გაიმართება.
"ინტერპრესნიუსი"