"კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ" - კანადის პრემიერი
კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნი პეკინში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ეს არის ურთიერთობა, რომელიც თითქმის ათწლეულის განმავლობაში შორეული და გაურკვეველი იყო“, - აღნიშნა კარნიმ.
შეხვედრაზე ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ ჩინეთი კანადურ რაფსის თესლზე ტარიფებს შეამცირებს, ხოლო კანადა თავის ბაზარზე 49 000 ჩინურ ელექტრომობილს დაუშვებს.
"ინტერპრესნიუსი"