"აშშ-ს ომის ხვალ დასრულება სურს, ჩვენ ამის გაკეთება დღესვე გვინდა, ომის დასრულების გაჭიანურება რუსეთისგან მოდის" - ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირის პალიტრა

"აშშ-ს ომის ხვალ დასრულება სურს, ჩვენ ამის გაკეთება დღესვე გვინდა, ომის დასრულების გაჭიანურება რუსეთისგან მოდის" - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას სწორედ რუსეთი აჭიანურებს.

„ნათელია, რომ აშშ-ს ომის ხვალ დასრულება სურს. ჩვენ ამის გაკეთება დღესვე გვინდა. ორივეს გვაქვს ინტერესი და გვესმის, რომ ხელმოწერის და ომის დასრულების გაჭიანურება რუსეთის მხრიდან მოდის“, - განაცხადა ზელენსკიმ ჩეხ კოლეგასთამ პეტრ პაველთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა