დიღომში ავტომობილების სახელოსნოში ხანძარია
დიღომში ავტომობილების სახელოსნოში ხანძარია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, ადგილზე უკვე არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.
ადგილობრივების განცხადებით, ხანძარს წინ აფეთქების ხმა უძღოდა.
"ინტერპრესნიუსი"