არაოფიციალური ინფორმაციით, ადამ კადიროვის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა - რას წერს მედია?
ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის შვილის, ადამ კადიროვის კორტეჟი გროზნოში ავარიაში მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ბევრი დაშავებულია, თავად "ტახტის მემკვიდრე" კი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია და ოპოზიციური მოძრაობა Niyso-ს Telegram-არხი ავრცელებს. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ავარიას უკვე ემსხვერპლა ერთი ადამიანი. ვრცლად