"დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ეტაპზევე გავჩერდებით და BBC ბოდიშს მოიხდის, რაც ჩვენი მთავარი მოთხოვნაა"
პირველი ეტაპი არის ის, რომ უშუალოდ BBC-ისთვის უნდა მიგვემართა და ასეც მოვიქეცით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ეტაპზევე გავჩერდებით და BBC ბოდიშს მოიხდის, რაც არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა „ქართული ოცნების“ საჩივარზე BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით.
მისი თქმით, BBC-სთვისვე იქნება უკეთესი, თუ პირველივე ეტაპზე გაჩერდება ეს თემა.
„როგორც ბატონმა პაპუაშვილმა განმარტა, ბრიტანეთის კანონმდებლობის მიხედვით, რამდენიმე ეტაპია გასავლელი. პირველი ეტაპი არის ის, რომ უშუალოდ BBC-ისთვის უნდა მიგვემართა და ასეც მოვიქეცით. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ეტაპზევე გავჩერდებით და BBC ბოდიშს მოიხდის, რაც არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. საწინააღმდეგო შემთხვევაში არის შემდეგი ეტაპები, შემდგომ მარეგულირებელ კომისიას უნდა მივმართოთ, დიდი იმედი გვაქვს, რომ არ დაგვჭირდება. მაგრამ თუ დაგვჭირდა და მათაც თუ არ დააკმაყოფილეს, უკვე შემდეგი ეტაპი არის სასამართლო. თუ სასამართლომაც არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს არის აბსურდზე დაფუძნებული, რაღაც ზღაპარზე დაფუძნებული, შეთითხნილი სიუჟეტი და ამის გამო, BBC-იმ, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა აგოს. მათთვისვე იქნება უკეთესი, თუ პირველივე ეტაპზე გაჩერდება ეს თემა, შესაბამისად, ძალიან დიდი რეზონანსს არ გამოიწვევს და ისინი ბოდიშს მოიხდიან და ყველანაირ მასალას აიღებენ რაც არის გამოქვეყნებული. საწინააღმდეგო შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ,რომ ბოლომდე გავყვეთ ამ თემას“- განაცხადა მაჭავარიანმა.გააგრძელეთ კითხვა
"ინტერპრესნიუსი"