11 წლის ქართველი ალექსის მკვლელობის ამბავი, რომელმაც საბერძნეთი შეძრა - "დამნაშავე ბავშვების აღიარება შოკისმომგვრელია" - კვირის პალიტრა

11 წლის ქართველი ალექსის მკვლელობის ამბავი, რომელმაც საბერძნეთი შეძრა - "დამნაშავე ბავშვების აღიარება შოკისმომგვრელია"

სა­ბერ­ძნე­თის პა­ტა­რა ქა­ლაქ ვე­რი­ა­ში, სა­დაც სიმ­შვი­დე და ტრა­დი­ცი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი წე­სად იყო ქცე­უ­ლი, 2006 წლის 3 თე­ბერ­ვალს ისე­თი რამ მოხ­და, რა­მაც მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა.11 წლის ალექს მეს­ხიშ­ვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა არ ყო­ფი­ლა უბ­რა­ლო უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა. ეს იყო საქ­მე, რო­მელ­მაც გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა ბავ­შვუ­რი სი­სას­ტი­კე, უფ­რო­სე­ბის გულ­გრი­ლო­ბა და სის­ტე­მის უძ­ლუ­რე­ბა - საქ­მე, სა­დაც 20 წლის შემ­დე­გაც კი არ არ­სე­ბობს ცხე­და­რი, არ არ­სე­ბობს საფ­ლა­ვი და მხო­ლოდ კი­თხვე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი.

სა­ბე­დის­წე­რო პა­რას­კე­ვი: ქრო­ნო­ლო­გია გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე

2006 წლის 3 თე­ბერ­ვა­ლი, პა­რას­კე­ვი. სა­ღა­მოს 7-დან 8 სა­ა­თამ­დე პე­რი­ო­დი. 11 წლის ალექსმა, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან იყო და დე­დას­თან, ნა­თე­ლას­თან ერ­თად სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობ­და, კა­ლათ­ბურ­თის ვარ­ჯი­ში და­ას­რუ­ლა. მისი მარ­შრუ­ტი ნაც­ნო­ბი იყო: სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი­დან მა­მი­ნაც­ვლის სა­მუ­შაო ად­გი­ლის­კენ, "ელი­ას-ანოქ­სის" რა­ი­ონ­ში, სა­დაც მცი­რე ხნით უნდა შე­ევ­ლო, შემ­დეგ კი ხატ­ვის გაკ­ვე­თილ­ზე წა­სუ­ლი­ყო.

ალექ­სი მშვი­დი, ნი­ჭი­ე­რი და დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი იყო. რო­დე­საც დათ­ქმულ დროს სახ­ლში არ გა­მოჩ­ნდა, დე­დამ მა­შინ­ვე იგ­რძნო, რომ რა­ღაც რიგ­ზე ვერ იყო. თუმ­ცა, იმ ღა­მეს პო­ლი­ცი­ამ გან­გა­ში არ ატე­ხა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ ბავ­შვი "გა­ი­პა­რა" ან მა­მა­მის­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­იყ­ვა­ნა. სა­ნამ ძვირ­ფა­სი დრო იკარ­გე­ბო­და, ქა­ლაქ­ში სა­ში­ნე­ლი ჭო­რე­ბი გავ­რცელ­და: ამ­ბობ­დნენ, რომ ალექ­სი ორ­გა­ნო­ე­ბით მო­ვაჭ­რე­ებ­მა გა­ი­ტა­ცეს, ზოგი კი დე­დას, ნა­თე­ლას, სრუ­ლი­ად უსა­ფუძ­ვლოდ სდებ­და ბრალს სა­ეჭ­ვო კავ­ში­რებ­ში. გააგრძელეთ კითხვა