(VIDEO) შეფილდში ქართული ჰიმნი აჟღერდა - ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია!
ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ ოქროს მედალი მოიპოვა! აღსანიშნავია, რომ ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცთა კატეგორიაში საქართველომ ოქროს მედალი ისტორიაში პირველად მოიპოვა
უმაღლეს დონეზე შესრულებული მოკლე პროგრამის შემდეგ ეგაძე 91.28 ქულით პირველ ადგილზე გახლდათ. თავისუფალ პროგრამაში კი 181.72 დაიმსახურა და ჯამში 273 ქულით ევროპის ჩემპიონი გახდა, ტურნირზე მეორე ადგილზე იტალიელი მატეო რიცო გავიდა, მესამე ადგილი კი ჩეხმა გეორგი რეშტენკომ დაიკავა.გააგრძელეთ კითხვა