"იულია ჯადოს მიკეთებდა, სასმელში რაღაცებს მიყრიდა... ცულით რატომ უნდა მივსულიყავი მის მოსაკლავად? რად მინდოდა ცული?" - ხუბუტია ბრალდებებს პასუხობს - კვირის პალიტრა

"იულია ჯადოს მიკეთებდა, სასმელში რაღაცებს მიყრიდა... ცულით რატომ უნდა მივსულიყავი მის მოსაკლავად? რად მინდოდა ცული?" - ხუბუტია ბრალდებებს პასუხობს

მოს­კო­ვის ოლ­ქის ვაჭ­რო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლი მი­ხე­ილ ხუ­ბუ­ტია, სკან­და­ლის ეპი­ცენ­ტრშია. ხუ­ბუ­ტი­ამ "ინ­სტაგ­რა­მის" სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გავ­რცე­ლა, სა­დაც ყო­ფილ საყ­ვა­რელ­თან, იუ­ლია ვან­თან არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე სენ­სა­ცი­უ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა.

ბიზ­ნეს­მე­ნი არა მხო­ლოდ უარ­ყოფს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას, არა­მედ ამ­ტკი­ცებს, რომ თა­ვად გახ­და იუ­ლი­ა­სა და მისი ოჯა­ხის მსხვერ­პლი. "ცული რად მინ­დო­და, ერთი დარ­ტყმა და ადა­მი­ა­ნი აღარ არის"

ხუ­ბუ­ტია აბ­სურ­დულს უწო­დებს ბრალ­დე­ბას, თით­ქოს ის იუ­ლი­ას ცუ­ლით თავს და­ეს­ხა. მისი არ­გუ­მენ­ტა­ცია ფი­ზი­კურ მო­ნა­ცე­მებს ეყ­რდნო­ბა:

"შე­ხე­დეთ, მე 100 კი­ლო­ზე მეტს ვი­წო­ნი. ცუ­ლით უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი მის მო­საკ­ლა­ვად? ამის მხო­ლოდ სუ­ლელს თუ სჯე­რა. რად მინ­დო­და ცული ამ ნაზი გო­გოს­თვის ტკი­ვი­ლის მი­სა­ყე­ნებ­ლად? ერთი დარ­ტყმა და მორ­ჩა, ადა­მი­ა­ნი აღარ არის", - აცხა­დებს 59 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი. გააგრძელეთ კითხვა