"იულია ჯადოს მიკეთებდა, სასმელში რაღაცებს მიყრიდა... ცულით რატომ უნდა მივსულიყავი მის მოსაკლავად? რად მინდოდა ცული?" - ხუბუტია ბრალდებებს პასუხობს
მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილი მინისტრი და ცნობილი ბიზნესმენი, წარმოშობით ქართველი მიხეილ ხუბუტია, სკანდალის ეპიცენტრშია. ხუბუტიამ "ინსტაგრამის" საშუალებით ვიდეომიმართვა გავრცელა, სადაც ყოფილ საყვარელთან, იულია ვანთან არსებულ დაპირისპირებაზე სენსაციური განცხადებები გააკეთა.
ბიზნესმენი არა მხოლოდ უარყოფს მკვლელობის მცდელობას, არამედ ამტკიცებს, რომ თავად გახდა იულიასა და მისი ოჯახის მსხვერპლი. "ცული რად მინდოდა, ერთი დარტყმა და ადამიანი აღარ არის"
ხუბუტია აბსურდულს უწოდებს ბრალდებას, თითქოს ის იულიას ცულით თავს დაესხა. მისი არგუმენტაცია ფიზიკურ მონაცემებს ეყრდნობა:
"შეხედეთ, მე 100 კილოზე მეტს ვიწონი. ცულით უნდა მივსულიყავი მის მოსაკლავად? ამის მხოლოდ სულელს თუ სჯერა. რად მინდოდა ცული ამ ნაზი გოგოსთვის ტკივილის მისაყენებლად? ერთი დარტყმა და მორჩა, ადამიანი აღარ არის", - აცხადებს 59 წლის ბიზნესმენი. გააგრძელეთ კითხვა