თბილისში ერთი ადამიანი დაჭრეს, დაკავებულია 3 პირი - კვირის პალიტრა

თბილისში ერთი ადამიანი დაჭრეს, დაკავებულია 3 პირი

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ძვე­ლი თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე 3 პირი: 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ა., 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი შ.მ. და წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი, 2005 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.გ. და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ბას­რი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს 1980 წელს და­ბა­დე­ბულ გ.ჯ.-ს და და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან მი­მალ­ვა სცა­დეს.

პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სა­მი­ვე პირი ცხელ კვალ­ზე, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 120-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 5 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ინტერპრესნიუსი"