დიდი ტრაგედია ესპანეთში - ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: დაიღუპა 21 ადამიანი - კვირის პალიტრა

დიდი ტრაგედია ესპანეთში - ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა: დაიღუპა 21 ადამიანი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მალაგადან მადრიდის მიმართულებით მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მოპირდაპირე მხრიდან მოძრავ მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრმა ოსკარ პუენტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავარიის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. მისი თქმით, ძალიან უცნაურია, რომ ლიანდაგიდან გადასვლა ლიანდაგის სწორ მონაკვეთზე მოხდა. მისივე ინფორმაციით, ლიანდაგის ეს მონაკვეთი მაისში განახლდა.

ავარია ადამუზთან ახლოს, კორდობას პროვინციაში, მოხდა. მეორე მატარებელი მადრიდიდან უელვის მიმართულებით მოძრაობდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სულ მცირე 100 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 25 მძიმე მდგომარეობაშია.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა