ვინ არიან შოუბიზნესის, პოლიტიკისა და სპორტის წარმომადგენლების ნათლიები და ნათლულები? - კვირის პალიტრა

ვინ არიან შოუბიზნესის, პოლიტიკისა და სპორტის წარმომადგენლების ნათლიები და ნათლულები?

ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან ნა­თელ-მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებთ. ვინ ვისი ნათ­ლი­აა, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE გი­ამ­ბობთ.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლის, ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლის ვა­ჟის ერთ-ერთი ნათ­ლია, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­აა.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა, კა­ლათ­ბურ­თელ­მა ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ უმ­ცრო­სი ვაჟი - სანი სა­ნი­კი­ძე რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­ნათ­ლა. სა­ნის ნათ­ლი­ე­ბი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი და გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, გი­ორ­გი ამი­ლახ­ვა­რი არი­ან.

ბრი­ტა­ნეთ­ში მოღ­ვა­წე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი ქეთი მე­ლუას შვი­ლის ნათ­ლი­ებს შო­რის იყო გო­რის ქალ­თა კა­პე­ლის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი თე­ო­ნა ცი­რა­მუა.

მომ­ღე­რალ ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი­სა და მისი მე­უღ­ლის, ექიმ თა­თია ერ­ქვა­ნი­ძის შვი­ლი სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ მო­ი­ნათ­ლა. პა­ტა­რა კე­სა­ნეს ნათ­ლი­ე­ბი ოჯა­ხის ახლო მე­გობ­რე­ბი – მომ­ღე­რა­ლი ლელა წურ­წუ­მია და ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლაშა უჩა­ვა არი­ან. ვრცლად