გიორგი ვაშაძე ციხიდან 23 იანვარს გათავისუფლდება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას 23 იანვარს დატოვებს.
გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 7 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. სწორედ აღნიშნული სასჯელის ვადა ეწურება მას 23 იანვარს.
როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, ვაშაძე ციხიდან 08:00 საათზე გამოვა.
"ინტერპრესნიუსი"