საქორწინო ოქროს ბეჭედი გაძვირდა - რა ფასებია თბილისის "ოქროს ბირჟაზე"?!
მსოფლიო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდებს ამყარებს. Gold Price-ს მონაცემებით, ბოლო 30 დღეში, ოქრო მსოფლიოში 6.63%-ით გაძვირდა. ამ ეტაპზე, 1 უნცია ოქროს ღირებულება 4 596 დოლარს შეადგენს.
გლობალური გაძვირების პარალელურად, ძვირფასი ლითონის ფასი იზრდება საქართველოშიც. ბოლო მონაცემებით, სტანდარტული 750-სინჯიანი გრამი ოქროს ფასი თბილისის „ოქროს ბირჟაზე" 280-დან 300 ლარამდე მერყეობს. როგორც ბირჟაზე დასაქმებულები "ბიზნესპრესნიუსს" უცხადებენ, ფასებმა ძვირფას ნაკეთობებზე ახალი წლის შემდეგ მოიმატა.
ბუნებრივია, გაძვირდა უმაღლესი კატეგორიის, 999-სინჯიანი ოქროც. ამ ეტაპზე გრამი ე.წ. ბაჯაღლოს ფასი დაახლოებით 380 ლარია.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ძირითადად, მოთხოვნა 10-გრამიან საქორწინო ბეჭედზეა...