თოვლმა პრობლემები შექმნა - რა ხდება გზებზე და რეგიონებში
ინტენსიური თოვის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ამ დრომდე გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის. უსაფრთხოების მიზნით, შუამთის მონატრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია მობილიზებულია და ამ მიმართულებით მოძრაობას აკონტროლებს.
განსაკუთრებით უხვი ნალექია თელავში, სადაც მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა, შეფერხებაა ცენტრალურ ქუჩებზეც.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მიწოდებაზე.
რეგიონში აბონენტთა ნაწილს დენი არ მიეწოდება.
"ინტერპრესნიუსი"