"ჩემი საცოლე სუპერვარსკვლავია...” - ნინო ნინიძე მეორედ თხოვდება, ვინ არის საქმრო? - კვირის პალიტრა

"ჩემი საცოლე სუპერვარსკვლავია...” - ნინო ნინიძე მეორედ თხოვდება, ვინ არის საქმრო?

ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვის, ნინო ნი­ნი­ძის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბია. მისი რჩე­უ­ლი, 34 წლის მსა­ხი­ო­ბი მი­ხე­ილ კრე­მე­რი პირ­ვე­ლად სა­უბ­რობს სა­ჯა­როდ იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ გა­და­ი­ზარ­და მათი მე­გობ­რო­ბა დიდ სიყ­ვა­რულ­ში და რო­გორ სთხო­ვა ნი­ნოს ხელი საფ­რან­გეთ­ში.

კრე­მე­რის თქმით, წყვი­ლი უკვე ორი წე­ლია ერ­თა­დაა და ნინო მის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო საყ­რდე­ნია.

"ნინო ჩემი დიდი მხარ­და­ჭე­რია. ის სა­ოც­რად სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნია. ისე­თი ქა­ლია, რო­მელ­საც ყვე­ლა­ფერს ვან­დობ. ნინო ერ­თდრო­უ­ლად ბრძე­ნი­ცაა და უბ­რა­ლოც, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ად­ვი­ლია და საქ­მე­შიც ყო­ველ­თვის კარგ რჩე­ვებს მაძ­ლევს. ამი­ტომ ვა­ფა­სებ, პა­ტივს ვცემ და ვუფრ­თხილ­დე­ბი" - აღ­ნიშ­ნავს მსა­ხი­ო­ბი.

მი­ხე­ილ კრე­მერს სუ­ლაც არ აწუ­ხებს ის ფაქ­ტი, რომ მისი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მას­ზე ბევ­რად პო­პუ­ლა­რუ­ლია. პი­რი­ქით, ის ამა­ყობს ნი­ნოს წარ­მა­ტე­ბე­ბით:

"ნინო ჩემ­თან სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვია, ის ყო­ველ­თვის ჩემ­ზე უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუმ­ცა მეც ვცდი­ლობ, არ ჩა­მოვ­რჩე. მა­ნამ­დე კი მისი პი­რა­დი მცვე­ლის როლ­ში გა­მოვ­დი­ვარ" - ხუმ­რობს კრე­მე­რი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წყვილ­მა შვი­ლე­ბი უკვე გა­აც­ნო ერ­თმა­ნეთს. მი­ხე­ილს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 8 წლის ტი­მო­ფეი ჰყავს, ნი­ნოს კი - ალექ­სან­დრე (სან­დრო), რო­მე­ლიც მას რე­ჟი­სორ კი­რილ პლეტ­ნი­ოვ­თან შე­ე­ძი­ნა. მსა­ხი­ო­ბის თქმით, ბი­ჭებ­მა სა­ერ­თო ენა მალე გა­მო­ნა­ხეს და უკვე და­მე­გობ­რდნენ კი­დეც. ვრცლად