"მეგობარო, არ მესმის, რას აკეთებ გრენლანდიასთან დაკავშირებით" - რას წერს ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს? - კვირის პალიტრა

"მეგობარო, არ მესმის, რას აკეთებ გრენლანდიასთან დაკავშირებით" - რას წერს ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს?

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის მიერ გაგზავნილ შეტყობინებებს აზიარებს.

„მეგობარო, სირიის შესახებ ერთ აზრზე ვართ. ირანთან დაკავშირებით დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია. არ მესმის, რას აკეთებ გრენლანდიასთან დაკავშირებით“, - წერს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს.

ემანუელ მაკრონი პირად შეტყობინებაში აშშ-ის პრეზიდენტს ხუთშაბათს, პარიზში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის გამართვას სთავაზობს.

„შემიძლია შეხვედრის ფარგლებში უკრაინელები, დანიელები, სირიელები და რუსები მოვიწვიო. მოდი, აშშ-ში გამგზავრებამდე, ხუთშაბათს, პარიზში ვისადილოთ“, - წერს მაკრონი.