დონალდ ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანი ღაზის "მშვიდობის საბჭოს" წევრად მიიწვია - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანი ღაზის "მშვიდობის საბჭოს" წევრად მიიწვია

ნიკოლ ფაშინიანმა ღაზას „მშვიდობის საბჭოში“ წევრობის შესახებ დონალდ ტრამპის მიწვევა მიიღო, - ინფორმაციას სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ნაზელი ბაღდასარიანი ავრცელებს.

ნაზელი ბაღდასარიანის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დაეთანხმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევას, რომ სომხეთი „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი წევრის სტატუსით შეუერთდეს.

„პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სიამოვნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დათანხმდა ამ შეთავაზებას და მშვიდობის ხელშეწყობის მიზნით სომხეთის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - განაცხადა ბაღდასარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა