ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელიდან ორს 6 წლითა და 3 თვით, ორს კი 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული 4 მაღაროელიდან ორს 6 წლითა და 3 თვით, ორს კი 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას „მაღაროელი“ ავრცელებს.
კერძოდ, მოსამართლემ დაკავებულ მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს 6 წლისა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თენგო გველესიანსა და არჩილ ჭუმბურიძეს - 4 წლითა და 3 თვით.
"ინტერპრესნიუსი"