"ევროპელები რუსეთთან ომისთვის ემზადებიან" - სერგეი ლავროვი - კვირის პალიტრა

"ევროპელები რუსეთთან ომისთვის ემზადებიან" - სერგეი ლავროვი

რუსეთი უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის ერთგულია,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის 2025 წლის დიპლომატიური საქმიანობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როგორც პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, ჩვენ უკრაინის კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის გზის გამონახვის ერთგულები ვართ“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად რუსეთის მხრიდან კეთილი ნების ნაკლებობა არასდროს ყოფილა, თუმცა დასავლეთი ყველა შეთანხმების ჩაშლას ცდილობდა.

„თუ ამ კრიზისის ისტორიას გადავხედავთ, დაწყებული 2014 წლიდან და განსაკუთრებით 2022 წლიდან, პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევის კუთხით რუსეთის მხრიდან კეთილი ნების ნაკლებობა არ შეინიშნებოდა. თუმცა, ყოველ ჯერზე, ჩვენმა დასავლელმა, პირველ რიგში ევროპელმა, მეზობლებმა ყველაფერი გააკეთეს ამ შეთანხმებების ჩასაშლელად“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, ევროპული ქვეყნები ცდილობენ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარწმუნონ, უკრაინასთან დაკავშირებით პოზიცია შეიცვალოს.

„ისინი ყველანაირად ცდილობენ, ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების მიღწევა გადააფიქრებინონ“, - აღნიშნა ლავროვმა.

მისი მტკიცებით, ევროპელები რუსეთთან ომისთვის ემზადებიან.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა