"თავისუფლებას გისურვებთ ყველას! ნავი გადახეთქილია და ყველა ერთად ჩავიძირებით, მე ცურვა არ ვიცი და არ ვიცი, როგორ გიშველოთ" - ონისე ცხადაძე
პირველად არის, რომ არ ვიცი, რა უნდა ვთქვა,- ამის შესახებ ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებულმა იუმორისტმა ონისე ცხადაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან მცირე რეპლიკით მას შემდეგ ისარგებლა, რაც მისმა ადვოკატმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში შესავალი სიტყვა წარმოთქვა.
"არაფერი ისეთი, თავისუფლებას გისურვებთ ყველას! სამი თუ ოთხი სხვადასხვა მხარეა, ვინც ახლა ერთად ვართ. ნავი გადახეთქილია და ყველა ერთად ჩავიძირებით, მე ცურვა არ ვიცი და არ ვიცი, როგორ გიშველოთ.
თავისუფლება როცა იქნება, თანასწორობაც იქნება“, - განაცხადა ცხადაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
"ინტერპრესნიუსი"