გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა შიმშილობა დაიწყო
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულმა ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებული დემეტრე ჩიქოვანის დედამ, სოფო ძნელაძემ განუცხადა, რომელიც, თავის მხრივ, მეოთხე დღეა, ასევე, შიმშილობს.
ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.
"ინტერპრესნიუსი"