მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს - "რუსთავი 2"
მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს - ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიხეილ ყაველაშვილმა 159 პატიმარი შეიწყალა.
"რუსთავი 2"-ის ცნობით, მათი დიდი ნაწილი სასჯელს ქსნის და ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიდნენ.