"სიკეთით სავსე ქალაქში, სადიზმის ჯგუფური გამოვლინება ვნახეთ... თქვენ მიერ ინტერპრეტირებული ქრისტიანობაც არსად დაგეკარგოთ!" - რას წერს მსახიობი ნატა მუ - კვირის პალიტრა

"სიკეთით სავსე ქალაქში, სადიზმის ჯგუფური გამოვლინება ვნახეთ... თქვენ მიერ ინტერპრეტირებული ქრისტიანობაც არსად დაგეკარგოთ!" - რას წერს მსახიობი ნატა მურვანიძე?

მსახიობი ნატა მურვანიძე სოციალურ ქსელში მიხეილ ყაველაშვილის მიერ 159 პატიმრის შეწყალების ამბავს ეხმაურება. გუშინვე ციხეებთან აქციებზე დაკავებულების ახლობლები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მივიდნენ, რადგან არსებობდა მოლოდინი, რომ შეწყალებულთა შორის ისინიც იყვნენ - მათ ღამე ციხეებთან გაათენეს.

“სადიზმი - სხვისი ტანჯვით სიამოვნების მიღება." მეტი არაფერი იმ კაცს არ დაუწერია თავის რომანებში და მეტს არც არაფერს აკეთებდა რის გამოც ნახევარი ცხოვრება ციხეში გაატარა და ბოლოს შერანტონით (ფსიქიატრიული საავადმყოფო) დაამთავრა. მარკიზ დე სადმა ადამიანის ყველაზე ბნელი ნაწილი იკვლია. დღეს გვაქვს გზამკვლევი, რაზეა ადამიანი წამსვლელი.

გუშინ, 19 იანვარს, სიკეთით სავსე ქალაქში, სადიზმის ჯგუფური გამოვლინება ვნახეთ. გაამოთ ადამიანების წამებით, (მხოლოდ მსხვერპლისთვის მიყენებული ტკივილით არა) დედების, მამების, ძმების და დების, მეგობრების წამებით მიღებული სიამოვნება.შეგერგოთ ის, რაც მარკიზ დე სადსაც კი არ უკადრებია. თქვენ მიერ ინტერპრეტირებული ქრისტიანობაც არსად დაგეკარგოთ!" - წერს მსახიობი ნატა მურვანიძე.