განათლება, ქონება, გასაიდუმლოებული ქორწინება - რა არის ცნობილი აზერბაიჯანის მმართველი დინასტიის მემკვიდრეზე, ილჰამ ალიევის ვაჟზე?
შვეიცარიის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მათ შორის კულუარულ შეხვედრებზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს თან ახლავს ვაჟი, ჰეიდარ ალიევი უმცროსი. რიგი შეხვედრების ამსახველი ფოტოები, რომელზეც ალიევის ვაჟი ჩანს, სოციალურ ქსელებში პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდებზე გავრცელდა.
როგორც ცნობილია, ის ამ ეტაპზე აზერბაიჯანის მთავრობაში რაიმე ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს. დავოსშია ასევე ალიევის მეუღლე, ვიცე-პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა.
როგორც ირკვევა, 28 წლის ჰეიდარ ალიევი დაესწრო ილჰამ ალიევის შეხვედრებს დავოსის ეკონომიკური ფორუმის კულუარებში სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებთან.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრებს მისი შვილი ესწრება.
ის ესწრებოდა ილჰამ ალიევის შეხვედრას არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანსა და მის ოჯახთან 2024 წლის 9 იანვარს, მანამდე უმცროსი ალიევი აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღზე კონტროლის დამყარების შემდეგ, ქალაქ შუშაში მეუღლესთან ერთად გამოჩნდა - ეს იყო 2023 წლის დეკემბერში.
როგორც ჩანს "უხილავი მემკვიდრე“ - ასე მას პრესაში მოიხსენიებდნენ ხოლმე, ნელ-ნელა ჩრდილიდან გამოდის და ქვეყნის მართვისთვის ემზადება. საქმე ისა, რომ აზერბაიჯანის მმართველი დინასტიის ერთადერთი ვაჟი, ჰეიდარ ალიევ უმცროსი, ოჯახის სხვა წევრებისგან განსხვავებით, დიდი ხნის განმავლობაში მართლაც "აჩრდილივით“ ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ბავშვობიდან პრეზიდენტობას უწინასწარმეტყველებენ, ის მაქსიმალურად ერიდება საჯაროობას და სოციალურ ქსელებს.
ვინ არის ალიევის ვაჟი?აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პრეზიდენტის პოსტს 2003 წლიდან იკავებს, რას მან მემკვიდრეობით მამისგან, ჰეიდარ ალიევისგან მიიღო, შესაბამისად, რა გასაკვირია, რომ მისი 28 წლის ვაჟი, ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატად განიხილებოდეს.
უმცროს ალიევი დაიბადა 1997 წლის 24 აგვისტოს. დაამთავრა აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემია, ასევე სწავლობდა საზღვარგარეთაც, თუმცა ამის თაობაზე კონკრეტული ინფორმაცია არ იძებნება. ვრცლად