"თუ ირანის ხელისუფლება ჩემს წინააღმდეგ მკვლელობის მუქარას გააგრძელებს, მაშინ ეს ქვეყანა აღიგვება პირისაგან მიწისა" - დონალდ ტრამპი - კვირის პალიტრა

"თუ ირანის ხელისუფლება ჩემს წინააღმდეგ მკვლელობის მუქარას გააგრძელებს, მაშინ ეს ქვეყანა აღიგვება პირისაგან მიწისა" - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანის ხელისუფლება მის წინააღმდეგ მკვლელობის მუქარას გააგრძელებს, მაშინ „ირანი აღიგვება პირისაგან მიწისა“.

„თუ რაღაც მოხდება, მაშინ მთელი ქვეყანა აფეთქდება. მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა NewsNation-თან ინტერვიუში.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან მუქარის გაგრძელების შემთხვევაში მას აშშ-ის მოქმედებისთვის „ძალიან მკაცრი მითითებები“ აქვს გაცემული.

ასევე, ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას ირანის მუქარაზე ძლიერი პასუხი უნდა გაეცა.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა