რას გულისხმობს POS პროგრამული უზრუნველყოფა და ვისთვის არის - კვირის პალიტრა

რას გულისხმობს POS პროგრამული უზრუნველყოფა და ვისთვის არის

ბიზნესის მართვისას უამრავ წვრილ-წვრილ დეტალზე გვიწევს ზრუნვა. გაყიდვები, მარაგები, ანგარიშსწორება, თანამშრომლების კონტროლი, მომხმარებელთან მომსახურების ხარისხი - ამ ყველაფრის მოწესრიგებულ სისტემაში მოყვანა არც თუ მარტივია. სწორედ ამიტომ მიმართავენ თანამედროვე ბიზნესები POS პროგრამულ უზრუნველყოფას. ეს ადმინისტრაციული საკითხების მოსაგვარებლად ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტაა.

რას გულისხმობს POS პროგრამული უზრუნველყოფა

POS (Point of Sale) პროგრამული უზრუნველყოფა არის სისტემა, რომელიც ერთ პლატფორმაში აერთიანებს გაყიდვების პროცესს, მარაგების კონტროლსა და ბიზნესის ანალიტიკას. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია:

გაყიდვები ასახო სწრაფად და მარტივად;პროდუქტები და სერვისები დაამატო სისტემაში და მართო მათი ფასები;აკონტროლო მარაგები და ნაშთები;

მართო ფასდაკლებები და აქციები;მიიღო ანგარიშები ბრუნვაზე, შემოსავალზე, ხარჯებსა და გაყიდვების დინამიკაზე;

იმუშაო ონლაინ და, საჭიროების შემთხვევაში, ოფლაინ რეჟიმშიც, ისე რომ, მონაცემები ავტომატურად სინქრონიზდეს ინტერნეტ კავშირის აღდგენის შემდეგ.

სავაჭრო პროგრამა - iCash ამ კონცეფციას cloud-ზე დაფუძნებული სისტემით ავითარებს. ბიზნესის კონტროლი შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სადაც ინტერნეტთან წვდომა გაქვს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ერთზე მეტი ფილიალი გაქვს და გინდა, პროცესებს მუდმივად თვალყური ადევნო.

სავაჭრო პროგრამა კვების ობიექტებისთვის

კვების ობიექტში, იქნება ეს კაფე, რესტორანი, თუ სწრაფი კვების ობიექტი, ოპერატიულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როცა ბევრი შეკვეთა ერთდროულად შემოდის, ერთი მცირე შეცდომაც კი ძვირად შეიძლება დაგვიჯდეს და უამრავი დრო დავკარგოთ. ეს კი უკმაყოფილო მომხმარებელს და შესაბამისად, ზედმეტ ხარჯს ნიშნავს.

iCash-ის პროგრამა ასეთ გარემოში განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან პერსონალს შეკვეთების მიღებასა და გაფორმებაში ეხმარება. მისი დახმარებით, შესაძლებელია გადახდების მართვა და მომსახურებაც უფრო აჩქარებულია. ავტომატიზირებული სისტემა შესაძლებელს ხდის, სივრცეებს შორის (დარბაზი, ბარი, სამზარეულო) შეკვეთები სინქრონიზებული იყოს და თითოეული შეკვეთის ნომერი და სტატუსი იოლად ვაკონტროლოთ. iCash-ის საშუალებით ყოველთვის საქმის კურსში ხარ, შეკვეთა მიღებულია, თუ მზადების პროცესშია. დასრულების შემდეგ მოდის ელექტრონული შეტყობინება. შესაბამისად, გუნდი უფრო ორგანიზებულად მუშაობს.

კვების ობიექტებისთვის iCash-ის კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქციაა მარაგების მართვა. პროგრამით შეგიძლია აკონტროლო პროდუქტის ნაშთები და საჭიროების შემთხვევაში, მარაგი დროულად შეავსო.

მაღაზიის პროგრამა

მაღაზიებისთვის POS პროგრამა გაყიდვების პროცესის სტანდარტიზაციას გულისხმობს. ერთიანი სისტემა ნიშნავს, რომ ინფორმაციის ფურცელზე ხელით ჩანიშვნა აღარ გიწევს. iCash-ის ტიპის გადაწყვეტა თავსებადია სხვადასხვა მოწყობილობასთან, იქნება ეს ფისკალური მოწყობილობები, სკანერები, სასწორები, POS ტერმინალები თუ სხვა.

მაღაზიის პროგრამის გამოყენებით შესაძლებელია:

სისტემაში პროდუქციის დამატება და კატალოგის დალაგება;

ფასებისა და ფასდაკლებების მართვა;

მარაგების კონტროლი;

ნებისმიერი ტიპის ანგარიშსწორება;

RS.GE-დან მიღება/დაბრუნების პროცესის გამარტივება.

ავტომატიზაციის სისტემა სამედიცინო დაწესებულებებისთვისსამედიცინო და ესთეტიკურ დაწესებულებებში სპეციფიკური ადმინისტრაციული გამოწვევებია დღის წესრიგში. ამ შემთხვევაში, მხოლოდ გაყიდვები არ არის მთავარი. მნიშვნელოვანია, აღიწეროს პაციენტის წინა პროცედურების ისტორია, გამოყენებული მასალები და შესაბამისი დოკუმენტები. ეს ყველაფერი მომხმარებელთან ურთიერთობის ხარისხზე აისახება.

iCash-ის მსგავსი სისტემა ასეთ დაწესებულებებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან ინდივიდუალური გვერდი თითოეული მომხმარებლისთვის, მართონ მომსახურებებისა და გადახდების ისტორია და უფრო ორგანიზებულად დაგეგმონ ოპერაციული პროცესები. ეს არა მხოლოდ ადმინისტრატორის მუშაობას ამარტივებს, არამედ მომხმარებლის გამოცდილებასაც აუმჯობესებს. ყველაფერი დალაგებული, გამჭვირვალე და სწრაფად მოძებნადია.

სამედიცინო/ესთეტიკურ ცენტრებს ხშირად სჭირდებათ მასალების ბიუჯეტირებაც, რა იხარჯება კონკრეტულ პროცედურაზე, რამდენია ნაშთი, როდის არის საჭირო მარაგის შევსება. ამ პროცესის ციფრულად მართვა ამცირებს დანაკარგს და ბიუჯეტის უკეთ დაგეგმვის საშუალებას იძლევა.

შეჯამება

POS პროგრამული უზრუნველყოფა არის პრაქტიკული ინსტრუმენტი მათთვის, ვისაც ბიზნესის ეფექტურად მართვა სურს. iCash-ი ერთგვარი ავტოპილოტის როლს ასრულებს კომპანიის მენეჯმენტში. ის ერთ სივრცეში აერთიანებს გაყიდვებს, მარაგებს, ანალიტიკას, სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის (კვების ობიექტები, მაღაზია, სამედიცინო დაწესებულებები) იძლევა კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებულ მოდელს. POS პროგრამა სწორედ იმ კატეგორიის ინვესტიციაა, რომელიც მყისიერად აისახება შედეგებზე.

(R)