რუსული რაკეტით რუსეთის მაცხოვრებლებზე - როგორ ბომბავს პუტინი თავისივე ხალხს - კვირის პალიტრა

რუსული რაკეტით რუსეთის მაცხოვრებლებზე - როგორ ბომბავს პუტინი თავისივე ხალხს

რუსული რაკეტით რუსეთის მაცხოვრებლებზე - პუტინის „მეგობრული ცეცხლი“ გრძელდება...

11 დაშავებული,15 დამწვარი მანქანა და ძლიერად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი - ასეთია 21 იანვრის ღამეს რუსეთის ფედერაციის ადიღეს რესპუბლიკის ნოვაია ადიღეს აულში მრავალსართულიან სახლზე საჰაერო დარტყმის შედეგი...

რუსულმა ოფიციალურმა წყაროებმა ტრადიციულად დაადანაშაულეს უკრაინა იმაში, რომ მან უპილოტო კამიკაძე-დრონით შეუტია მშვიდობიან მოსახლეობას...

თუმცა თვითმხილველთა მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ საცხოვრებელ კორპუსს დიდი სიჩქარით ხვდება არა კამიკაძე-დრონი, არამედ - რაკეტა, რომლის ძრავა ჯერ კიდევ მუშაობს კორპუსზე შეჯახების მომენტში...

1-adige-1768982717.jpg
ნოვაია ადიღეში რაკეტის მოხვედრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი...

პრინციპში, ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტა უკრაინიდანაც შეიძლება ყოფილიყო გამოშვებული, რადგან ნოვაია ადიღედან უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტის ხაზამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 340 კმ თუა და, ამასთან, ეს დასახლება -ნოვაია ადიღეა სამხრეთ-დასავლეთიდან, ფაქტობრივად, ეკვრის ქალაქ კრასნოდარს, რომელშიც ბევრი ისეთი „მსუყე“ რუსული სამხედრო ობიექტია, რომლებიც უკრაინის გენშტაბის ოპერატიულ რუკებზე ნამდვილად იქნება შემოხაზული, პოტენციური სამიზნეების სახით, და მაინც, ეს უკრაინელების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმა არ ყოფილა...

თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ძალზე კარგად მოჩანს, რომ კრასნოდარის ღამისეულ ცას ცეცხლისფრქვევით აპობს ის რაკეტა, რომელმაც სტარტი მიწიდან, რამდენიმე კმ-ის სიშორიდან აიღო, რაზეც ასევე მეტყველებს რაკეტის მყარსაწვავიანი სარაკეტო ძრავის საქშენიდან გამოტყორცნილი კვამლის ტრაექტორია, რომელიც კარგად მიუთითებს სტარტის ადგილს...

2-adige-1768982716.png
თვითმხილველთა გადაღებულ ვიდეოკადრებში კარგად ჩანს რაკეტის ძრავის მიერ დატოვებული თეთრი კვამლის ტრაექტორია, რომელიც იმას მიუთითებს, რომ რაკეტის სტარტი სულ რამდენიმე კმ-ის სიშორიდან განხორციელდა...

დიდი ალბათობით, ეს იყო რუსეთის საჰაერო თავდაცვის დანაყოფის მიერ С-300-ის ან С-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული საზენიტო რაკეტა, რომელსაც უნდა ჩამოეგდო უკრაინული კამიკაძე-დრონი (დღესვე გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც სწორედ კრასნოდარის თავზე რუსული საზენიტო რაკეტები ერთმანეთის მიყოლებით, ნახევარწუთიანი ინტერვალით, ღამისეულ ცაში ორ საჰაერო სამიზნეს აფეთქებენ), მაგრამ, სავარაუდოდ, საზენიტო რაკეტის ტექნიკური გაუმართაობის გამო, მან საჰაერო სამიზნის ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსი ამოიღო სამიზნეში, ისე, რომ რაკეტის თვითლიკვიდატორმა ამოქმედება ვერ მოასწრო...

ასევე დაგაინტერესებთ: სირიელი ქურთები კაპიტულაციას აცხადებენ, თურქეთის მორიგი გამარჯვება ახლოაღმოსავლეთში, რაც მას ისრაელთან კიდევ უფრო დააპირისპირებს...

უკრაინული ატომური ელექტროსადგურების „გათიშვით“ კრემლი უკრაინის სრულ ჩაბნელებასა და „გაყინვას“ ეცდება...

7 მიზეზი, რის გამოც ტრამპმა ირანს არ დაარტყა - გაწირეს თუ არა ამბოხებულები?!

„მაიტა გრენლანდია!“ - რატომ ჩაიციკლა ასე ტრამპი პლანეტის ყველაზე დიდი კუნძულის დაპატრონებაზე?!

3-adige-1768982716.jpg
С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან საზენიტო რაკეტის სტარტი...

ეს პუტინის „მეგობრული ცეცხლის“ გაგრძელებაა, როდესაც რუსული ბომბდამშენები პლანირებად ბომბებს უკრაინის გარდა, რუსულ ქალაქებსაც პერიოდულად აყრიან, მაგრამ მაშინ, როდესაც ძნელი დასადგენია, ბელგოროდში კორპუსი მართლაც უკრაინულმა დრონმა ჩამოშალა თუ რუსულმა ბომბმა, ნოვაია ადიღეს საცხოვრებელი კორპუსზე შეტევაში სწორედ რუსული საზენიტო რაკეტის „ხელწერაზე“ დანამდვილებით მიუთითებენ თვითმხილველების გადაღებული ვიდეოკადრები...