ილია თოფურია 3-მილიონ ევროდ ყიდის სახლს მადრიდში, სადაც ჯორჯინასთან ერთად ცხოვრობდა - რას წერს ესპანური მედია? - კვირის პალიტრა

ილია თოფურია 3-მილიონ ევროდ ყიდის სახლს მადრიდში, სადაც ჯორჯინასთან ერთად ცხოვრობდა - რას წერს ესპანური მედია?

UFC-ის ორგზის ჩემ­პი­ო­ნი, ილია თო­ფუ­რია, ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდს გა­დის. მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და მისი და მისი პარტნი­ო­რის, ბიზ­ნეს­მენ ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ, წყვილ­მა კი­დევ ერთი რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა - "ისი­ნი სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელს, ბო­ა­დი­ლია-დელ-მონ­ტე­ში მდე­ბა­რე ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე სა­სახ­ლეს ყი­დი­ან", - წერს ეს­პა­ნუ­რი მე­დია.

ფუ­ფუ­ნე­ბა, სპა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი რინ­გი - სად ცხოვ­რობ­და "მა­ტა­დო­რი"?სა­სახ­ლე, რო­მე­ლიც მად­რი­დის პრეს­ტი­ჟულ უბან­ში, Las Lomas-ში მდე­ბა­რე­ობს, 3 მი­ლი­ონ ევ­როდ იყი­დე­ბა. ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც თო­ფუ­რია თა­ვი­სი კა­რი­ე­რის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბრძო­ლე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და.

რას მა­ლავს 1000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ფარ­თო­ბის ვილა?

სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი: ილი­ას მო­თხოვ­ნით აშე­ნე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი დო­ნის სა­ვარ­ჯი­შო სივ­რცე.დას­ვე­ნე­ბა: პი­რა­დი კი­ნო­თე­ატ­რი, სპა, სა­უ­ნა, აუზი, ჯა­კუ­ზით.სივ­რცე: 2 560 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის მი­წის ნაკ­ვე­თი, 7 სა­ძი­ნე­ბე­ლი და 9 სვე­ლი წერ­ტი­ლი.ელი­ტა­რუ­ლი მე­ზობ­ლო­ბა: ილი­ას მე­ზობ­ლე­ბი "რეალ მად­რი­დის" ვარ­სკვლა­ვე­ბი - ტიბო კურ­ტუა და დანი კარ­ვა­ხა­ლი არი­ან.რთუ­ლი გან­შო­რე­ბა და ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბი სახ­ლის გა­ყიდ­ვა მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ არის. ეს სიმ­ბო­ლუ­რი და­სას­რუ­ლია იმ ურ­თი­ერ­თო­ბი­სა, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იდე­ა­ლუ­რად ით­ვლე­ბო­და. წყვილს სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, თუმ­ცა ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათი და­შო­რე­ბა მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში სკან­და­ლუ­რი ბრალ­დე­ბე­ბის გამო მო­ექ­ცა.

გააგრძელეთ კითხვა