ილია თოფურია იუბილარია - როგორ ულოცავს დედა ჩემპიონ შვილს?
UFC-ის ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია იუბილარია. “მატადორი“ ოჯახის წევრებისგან და ახლობლებისგან მილოცვებს იღებს.
29 წლის ჩემპიონს დაბადების დღეს ულოცავენ მისი გუნდის წევრები, დედა: ინგა ბენდელიანი-თოფურია და გამომწერები.“დაბადების დღეს გილოცავ, ილია, დე... დღეს შენს ცხოვრებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წელი ემატება - 29 წელი სიძლიერის, შრომის და ზრდის.
შენ ხარ კარგი შვილი, მზრუნველი ძმა, მოსიყვარულე მამა და ერთგული მეგობარი - ადამიანი, რომლის გვერდით ყოფნა სიმშვიდეს და ნდობას გაძლევს. შენი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა გვასწავლის, რომ ღირსეულ გზას ყოველთვის მოაქვს შედეგი.
არასდროს უშინდები სირთულეებს და ყოველთვის წინ მიდიხარ - ჩუმად, მაგრამ მტკიცედ.
გისურვებ ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და ძალას, რომ ყველა მიზანს კეთილი გულით და სუფთა სინდისით მიაღწიო.
დაე, შენი გზა იყოს ნათელი, გული - სავსე სიყვარულით და ცხოვრება - შინაარსით.
იამაყე იმით ვინც ხარ, რადგან ნამდვილი ფასეულობა ადამიანობაშია.
გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საამაყო შვილო. ღმერთმა მუდამ დაგლოცოს და დაგიფაროს“, - წერს ინგა თოფურია.
“გილოცავ დაბადების დღეს ჩემო სიმპათიურო ძმაო“ - წერს ილია თოფურიას და - ანა თოფურია.