ილია თო­ფუ­რია იუ­ბი­ლა­რია - როგორ ულოცავს დედა ჩემპიონ შვილს? - კვირის პალიტრა

ილია თო­ფუ­რია იუ­ბი­ლა­რია - როგორ ულოცავს დედა ჩემპიონ შვილს?

UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ონი ილია თო­ფუ­რია იუ­ბი­ლა­რია. “მა­ტა­დო­რი“ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან და ახ­ლობ­ლე­ბის­გან მი­ლოც­ვებს იღებს.

29 წლის ჩემ­პი­ონს და­ბა­დე­ბის დღეს ულო­ცა­ვენ მისი გუნ­დის წევ­რე­ბი, დედა: ინგა ბენ­დე­ლი­ა­ნი-თო­ფუ­რია და გა­მომ­წე­რე­ბი.“და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ, ილია, დე... დღეს შენს ცხოვ­რე­ბას კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წელი ემა­ტე­ბა - 29 წელი სიძ­ლი­ე­რის, შრო­მის და ზრდის.

შენ ხარ კარ­გი შვი­ლი, მზრუნ­ვე­ლი ძმა, მო­სიყ­ვა­რუ­ლე მამა და ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი - ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის გვერ­დით ყოფ­ნა სიმ­შვი­დეს და ნდო­ბას გაძ­ლევს. შენი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა გვას­წავ­ლის, რომ ღირ­სე­ულ გზას ყო­ველ­თვის მო­აქვს შე­დე­გი.

არას­დროს უშინ­დე­ბი სირ­თუ­ლე­ებს და ყო­ველ­თვის წინ მი­დი­ხარ - ჩუ­მად, მაგ­რამ მტკი­ცედ.

გი­სურ­ვებ ჯან­მრთე­ლო­ბას, სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს და ძა­ლას, რომ ყვე­ლა მი­ზანს კე­თი­ლი გუ­ლით და სუფ­თა სინ­დი­სით მი­აღ­წიო.

დაე, შენი გზა იყოს ნა­თე­ლი, გული - სავ­სე სიყ­ვა­რუ­ლით და ცხოვ­რე­ბა - ში­ნა­არ­სით.

ია­მა­ყე იმით ვინც ხარ, რად­გან ნამ­დვი­ლი ფა­სე­უ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნო­ბა­შია.

გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს, ჩემო სა­ა­მა­ყო შვი­ლო. ღმერ­თმა მუ­დამ დაგ­ლო­ცოს და და­გი­ფა­როს“, - წერს ინგა თო­ფუ­რია.

“გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს ჩემო სიმ­პა­თი­უ­რო ძმაო“ - წერს ილია თო­ფუ­რი­ას და - ანა თო­ფუ­რია.

გააგრძელეთ კითხვა