გონიოში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანის გარდაცვალების ფაქტზე მანქანის მძღოლს 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 14 ივნისს, ბრალდებულმა, რომელიც ბათუმიდან სარფის მიმართულებით გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა და გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული დაზიანებებით ავტომანქანაში მყოფი სამი პირი გარდაიცვალა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა.
"ინტერპრესნიუსი"
ასევე დაგაინტერესებთ: "ეგ "ბმვ" 19 წლის ანის ძმამ უყიდა... შოკირებული ვარ!", "უკვე დააკავეს აჩი, რომელიც საჭესთან იჯდა და მას პატიმრობაც შეეფარდა" - გონიოში მომხდარი ტრაგიკული ავარიის ახალი დეტალები
+18 ავტოკატასტროფის ვიდეო, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა