ირაკლი კობახიძე სასურსათო ფასებთან დაკავშირებით ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს ხვდება - კვირის პალიტრა

ირაკლი კობახიძე სასურსათო ფასებთან დაკავშირებით ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს ხვდება

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეხვედრა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

შეხვედრის საკითხი სასურსათო ფასებია, რასთან დაკავშირებითაც მთავრობამ სპეციალური სამუშაო ჯგუფი შექმნა. მთავრობის ადმინისტრაციაში სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა, რომელმაც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით უნდა იმუშაოს, გუშინ გაიმართა. კომისიის წევრებმა განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა, მათ შორის, გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან. სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა